ესტეგლალ თეირანი (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი |
სპარს. باشگاه فوتبال استقلال تهران საფეხბურთო კლუბი ესტეგლალ თეირანი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 26 სექტემბერი, 1945 | ||
სტადიონი |
აზადი, თეირანი, ირანი (ტევადობა: 78 116 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი | მოსტაფა აჯორლუ | ||
მწვრთნელი | ფარჰად მაჯიდი | ||
ლიგა | სპარსეთის ყურის პრო ლიგა | ||
2023–24 | მე-2 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
ესტეგლალ თეირანი (სპარს. باشگاه فوتبال استقلال تهران) — ირანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თეირანიდან. ასპარეზობს სპარსეთის ყურის პრო ლიგაში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ, ტიტულოვან და პოპულარულ გუნდად ირანული ფეხბურთის ისტორიაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფეხბურთო კლუბ „ესტეგლალ თეირანის“ ისტორია სათავეს 1945 წლის სექტემბრიდან იღებს. კლუბი თავდაპირველად „დოჩარხე სავარანის“ (სპარს. دوچرخه سواران) სახელით დაფუძნდა. „ესტეგლალ თეირანი“ ირანის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ასპარეზობს და ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ კლუბად ითვლება: არის ქვეყნის რვაგზის ჩემპიონი და ათგზის ვიცე-ჩემპიონი, ჰაზფის თასის შვიდგზის მფლობელი და ხუთგზის ფინალისტი, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი. 2020 წლის 7 ოქტომბრიდან კლუბის მთავარი მწვრთნელია ირანელი ფეხბურთის სპეციალისტი მაჰმუდ ფექრი.[1][2]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩემპიონი (9): 1970–71, 1974–75, 1989–90, 1997–98, 2000–01, 2005–06, 2008–09, 2012–13, 2021–22
- ვიცე-ჩემპიონი (10): 1973–74, 1991–92, 1994–95, 1998–99, 1999–2000, 2001–02, 2003–04, 2010–11, 2016–17, 2019–20
- თასის მფლობელი (7): 1976–77, 1995–96, 1999–2000, 2001–02, 2007–08, 2011–12, 2017–18
- ფინალისტი (5): 1989–90, 1998–99, 2003–04, 2015–16, 2019–20
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mahmoud Fekri takes charge of Esteghlal. AFC Champions League. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021.
- ↑ Mahmoud Fekri. Transfermarkt. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021.